ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერება

19 აპრილი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელებთან ერთად ქალაქ ახალციხეში და სოფელ კლდეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე საყრდენი კედლისა და ღობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი და რკინის კონსტრუქციის ღობე გაკეთდება. ღობე დეკორატიული ბეტონის ფილებით, მხატვრული მოზაიკური გაფორმებით და განათებით ეწყობა.

ასევე, ქალაქ ახალციხეში, ხანძთელის, მთაწმინდელის და თამარაშვილის ქუჩებზე აქტიურად მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, გზის 875 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება, მოასფალტდება ეზოები, მოეწყობა მიერთებები, საკანალიზაციო ჭები, სანიაღვრე არხები, საფეხმავლო ბილიკები, ბაზალტის ბორდიურები, შემზღუდავი მოაჯირები და მოხდება საგზაო მონიშვნა.

სოფელ კლდეში კი არსებული მონოლითური რკინაბეტონის ხიდის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის ფარგლებში ლითონის კონსტრუქციებით 10 მეტრი სიგრძის ხიდი მოეწყო და ბეტონის საფარი დაიგო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლის მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

+4

გააზიარე