ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დღეს მინი ფეხბურთში ფინალური შეხვედრები გაიმართება

18 ივნისი, 2019

ნახევრად ფინალური შეხვედრები გაიმართა როინ სუდაძის სახელობის ტურნირზე მინი ფეხბურთში. სოფლების დიდი პამაჯისა და აგარის გუნდებს შორის დაძაბულ თამაშში, გამარჯვება აგარის გუნდმა მოიპოვა, ხოლო ვეტერანებისა და 9 აპრილის ქუჩის ახალგაზრდული გუნდების შეხვედრა, ვეტერანების გამარჯვებით დასრულდა.

დღეს, 17:00 საათიდან, 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ მინი სტადიონზე ფინალური თამაშები გაიმართება, სადაც საპრიზო ადგილისთვის ვეტერანებისა და სოფელ აგარის გუნდები, მე-3 ადგილისთვის კი სოფელ დიდი პამაჯისა და 9 აპრილის ქუჩის გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ტურნირს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული განყოფილება უწევს, გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებითა და ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდებიან.

გააზიარე