ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წინუბანი-გურკელის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

19 აგვისტო, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. 
დასრულების ეტაპზეა წინუბანი-გურკელის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგო გზის 3100 მეტრიან მონაკვეთზე და ამ დროისთვის გზის დამცავი კედლის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ გურკელში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. კეთილმოწყობილი გზით მიმდებარე სოფლების წინუბნისა და გურკელის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

გააზიარე