ახალი სპორტული მოედნები ქალაქ ახალციხეში
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტში სპორტული მინი მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია ატიურად მიმდინარეობს.
ქალაქ ახალციხეში, ტაბიძის ქუჩაზე და რუსთაველის №125-ში ახალი სპორტული მინი მოედნები მოეწყო. აღნიშნულ დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები უკვე სარგებლობენ ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედნებით.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.