ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფრენბურთში ტურნირი დასრულდა

7 ივლისი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფრენბურთში ტურნირი დასრულდა.

თამაშები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.

ქალებში პირველ ადგილზე მესხეთის გუნდი გავიდა, მეორეზე ვეტერანები, ხოლო მესამე ადგილი საძელის გუნდმა დაიკავა.

რაც შეეხება მამაკაცებს, პირველ ადგილზე პამაჯის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი საძელის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი წყალთბილის გუნდს ხვდა წილად.

საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდოები, შესაბამისი ხარისხის მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.

შეჯიბრში 18 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცები და ქალები მონაწილეობენ. ტურნირში ჯამში 14 გუნდი იყო ჩართული.

შეჯიბრი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

+13

გააზიარე