ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

9 May, 2019

დღეს, 9 მაისს,  ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნეს. სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის ობელისკი და ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს. დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და ამ გამარჯვებაში ვეტერანების დამსახურებაზე ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა  ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ,  ვეტერანთა საქმეების რეგიონული სამმართველოს უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა და სხვებმა.

ომის მონაწილეთა პატივსაცემად გაიმართა კონცერტი, საზეიმო ღონისძიების შემდეგ კი მათ მუნიციპალიტეტისგან ფასიანი საჩუქრები და პრემიერის მისალოცი ბარათები გადაეცათ. ახალციხის მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ 9 ვეტერანს,  ადგილობრივი თვითმმართველობისგან ერთჯერადი ფულადი სოციალური  დახმარებაც გაეწია, თითოეულს 700  ლარის ოდენობით.   ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების გარდა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარით, ხოლო მარჩენალდაკარგულთა ოჯახები 300 ლარით დასაჩუქრდნენ.

 

 

გააზიარე