ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

9 ივნისი, 2023

ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ქალაქის იერ-სახის მოწესრიგებისა და მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩა N89-ში და ვარძიის I ჩიხის N2-ში. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საცხოვრებელი სახლების ფასადების შელესვა, შეღებვა, სადარბაზოებში იცვლება ფანჯრები, მოპირკეთდება კედლები და ჭერი. კორპუსის მაცხოვრებლები ასევე, რკინის ახალი კარით ისარგებლებენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე მელიქიძე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. მათ ასევე, ქალაქ ახალციხეში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერეს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქ ახალციხეს თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული ინფრასტრუქტურა შეემატება.

 

+4

 

გააზიარე