ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ცენტრალური ქუჩების სრული რეაბილიტაცია დაიწყო

25 ივნისი, 2019

 

ქალაქ ახალციხეში, კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, საფეხმავლო ბილიკების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, კედლების და ლითონის ღობეების და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.

პროექტის განხორციელების პერიოდში, როგორც ქვეითთა მოსიარულეთათვის ისე სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შესაძლებლობის ფარგლებში, ეცდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შექმნილი დისკომფორტი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

გააზიარე