Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი შეხვედრა

19 July, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

საბჭოს სხდომას კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ინიციატივით ესწრებოდნენ კავშირი „საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის“ წარმომადგენლები. მათ საბჭოს წევრებს გააცნეს ინფორმაცია „ახალგაზრდებში აივ/შიდსის პრევენციის“ და „სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიული ორგანიზაციების უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფისთვის საქართველოში“ პროექტების შესახებ. მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გენდერული საბჭოს სხდომას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საბჭო პერიოდულად იკრიბება და საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე სამუშაო შეხვედრებს აწყობს შესაბამის დაინტერესებულ პირებთან, უწყებებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

Share page