Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ წნისში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

1 July, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

სოფელ წნისში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი ეწყობა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე გაეცნო.

+5

Share page