Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ზემო სხვილისში გარე განათების სისტემა მოეწყო.

13 August, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო სხვილისში გარე განათების სისტემის მოეწყობა დასრულდა.

პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლების საერთო კრებებაზე ხმათა უმრავლესობით იქნა შერჩეული.

ზემო სხვილისის მაცხოვრებლები ახალი გარე განათებით რამდენიმე დღეა უკვე სარგებლობენ და ღამის საათებში უსაფრთხოდ გადაადგილდებიან.

Share page