სისხლის უანგარო დონაციის აქცია ახალციხეში
გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“, – ახალციხეში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გუნდი შეუერთდა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებთან ერთად აღნიშნულ აქციაში ჩაერთო სამცხე-ჯავახეთის ყველა ადგილობრივი საოლქო ორგანიზაცია.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს პარტიის წევრებმა, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა. სისხლის გასაღებად სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილიც მივიდა.
აქცია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, “ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა” განახორციელა.