შშმ პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორ პირს სამედიცინო ეტლები გადასცა.
მერის მოადგილემ ალექსი ზედგინიძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეროშვილმა ბენეფიციარები ოჯახებში მოინახულეს, მათ საჭიროებებს გაეცნენ და სამედიცინო ეტლები გადასცეს.