Hot line:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

,,მე ვირჩევ თანასწორობას“ - საინფორმაციო შეხვედრა მერიაში

20 November, 2019

,,მე ვირჩევ თანასწორობას“ - საინფორმაციო შეხვედრა ახალციხის მერიაში

ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში - ,,მე ვირჩევ თანასწორობას“, ახალციხის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, დღეს საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები დაესწრნენ.

ახალციხის რაიონულმა პროკურორმა დავით ჯინჭველაძემ და პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ აუდიტორიის წინაშე თანასწორობის მნიშვნელობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მეთოდებზე ისაუბრეს და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს. აღინიშნა, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია.

22 ნოემბრამდე, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. ახალგაზრდებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსა და ჯგუფის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

Share page