Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

18 November, 2019

მოსახლეობას​თან შეხვედრები გრძელდება

ახალციხის​ მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის მეორე შახტის დასახლებისა და სოფლების წინუბნის, ჯულღას, საძელისა და ხაკის მაცხოვრებლებს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მისი მოადგილეები შოთა როსტიაშვილი და შალვა ბერძენიშვილი, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად სოფლებში არსებულ საჭიროებებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.სოფლებში ძირითად პრობლემებად შიდა საუბნო გზებისა და ჩიხების მოწესრიგება, ასევე გარე განათებისა და ბავშვებისთვის გასართობი მოედნის მოწყობა დასახელდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილებს ინფორმაცია მიაწოდეს სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების, მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ,ასევე გააცნეს 2020 წელს დაგეგმილი პროექტები და პრიორიტეტები.

ახალციხის მუნიციპალიტეტში „ღია შეხვედრები“ დასკვნით ეტაპზეა, მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანია არსებული საჭიროებების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირება.

Share page