Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერი ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

28 June, 2019

 ქალაქ ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ დაათვალიერა.

იგი რუსთაველი-კეცხოველის ქუჩების სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე კოლექტორის მოწყობის პროცესს ადგილზე გაეცნო და მშენებელი და ზედამხედველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პროექტის დეტალები განიხილა.

აღნიშნული კოლექტორის რეაბილიტაციით მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის მრავალწლიანი პრობლემა გვარდება.

სამუშაოები აქტიურად გრძელდება რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩებზე, სადაც ამ დროისთვის ფეხით სავალი ნაწილის მოწყობის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

Share page