ცენტრალურ პარკში, ჩემპიონთა ლიგის პირდაპირი ტრანსლიაცია მოეწყო
ახალციხის ცენტრალურ პარკში, მერიის სპორტული განყოფილების ორგანიზებით, სანახაობრივი ღონისძიება მოეწყო, სადაც ფეხბურთის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის თვალი პირდაპირი ტრანსლიაციის საშუალებით, დიდ ეკრანზე ედევნებინათ.
ერთმანეთს ინგლისის გუნდები - „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ შეხვდნენ. „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ტოტენჰემი“ 2:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
პირდაპირი ტრანსლაცია ინტერნეტით კომპანია "მაგთიმ" უზრუნველყო.