საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ნაყინებით გაახარეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები სასიამოვნო სიურპრიზით გაახარეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
დღეს, მუნიციპალიტეტის 25-ვე საბავშვო ბაღის 1622 აღსაზრდელს, პატარებისათვის ყველაზე საყვარელი ნუგბარით - ნაყინით გაუმასპინძლდნენ.