Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

"მხიარული სტარტები 2019"

27 December, 2018

ახალციხის სასპორტო სკოლაში, „მხიარული სტარტები“ 2019 წლის თამაშები გაიმართა. თამაშებში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 16 გუნდი იღებდა.

პირველი ადგილის მფლობელი ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილზე ფერსის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.

გამარჯვებული გუნდების მონაწილეები მერიამ სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.პირველი ადგილის მფლობელი გუნდი კი რეგიონულ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.

თამაშები ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

Share page