საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ნინო მიქაბერიძე

ელ.ფოსტა: [email protected]

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური  შედგება  5  განყოფილებისგან:

  • ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განყოფილება
  • სოციალურ საკითხთა განყოფილება
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილება
  • ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მართვის განყოფილება

 

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
  • ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაობის ჩატარება;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფა, დაავადებათა კონტროლს და პრევენციას;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მიზნობრივი პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო თუ ადგილობრივი ღონისძიებების განხორციელება და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;