ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა

3 აგვისტო, 2021

ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია  გრძელდება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მისასვლელი გზის, პარკინგის, სპორტული მოედნების, სკვერის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

პროექტის განხორციელების შედეგად, რეკრეაციული ზონა ახალციხელებისა თუ ჩამოსული სტუმრებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 882 205 ლარით ფინანსდება.

 

გააზიარე