ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო
აწყურის კულტურის სახლში ქართველი კომპოზიტორის ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
კონცერტზე, ცნობილი კომპოზიტორი მაყურებელის წინაშე, მომღერლებთან ბესიკ კალანდაძესთან და ზურაბ კობეშავიძესთან ერთად, ყველასათვის საყვარელი და კარგად ნაცნობი მუსიკალური ჰიტებით წარდგა.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. საღამოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე და მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაყურებლებთან ერთად კომპოზიტორს დაბადების დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ვაჟა დურგლიშვილი 1948 წლის 9 მაისს, დაბა ახალგორში დაიბადა. ის 500-მდე საესტრადო და საბავშვო სიმღერის ავტორია.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემით ულოცავს ვაჟა დურგლიშვილს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებებს.