ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვალის საბავშვო ბაღს სათამაშო-განმავითარებელი ინვენტარი გადაეცა

22 იანვარი, 2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორთან მარინა მერაბიშვილთან და მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ქეთევან მიშველიძესთან ერთად ქალაქ ვალის №1 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრა, სააღმზრდელო პროცესს გაეცნო და ბაღს ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები და განმავითარებელი ინვენტარი გადასცა. პატარებს ასევე, კერძო პირისგან საჩუქრად ტკბილეული დაურიგდათ.

საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა სიახლეებზე, რაც სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ხორციელდება მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და დასაქმებული პერსონალისათვის სახელფასო ანაზღაურების ზრდას.

ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ინიციატივით ახალ სათამაშოებს და ინვენტარს, მუნიციპალიტეტის სხვა საბავშვო ბაღებიც მიიღებენ, ასევე გაზაფხულის სეზონიდან შეიცვლება კვების რაციონიც, პატარებს ყოველდღიურად განსხვავებული, სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი მენიუ ექნებათ, რომელიც სეზონის შესაბამისად დატვირთული იქნება ხილით, ბოსტნეულით, რძის პროდუქტებითა და თევზეულით.

აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მხარდაჭერა და საბავშვო-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულებულია სოფელ აგარასა და ქალაქ ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე. ასევე ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ მუსხში, სოფელ აწყურში და ქალაქ ახალციხეში იაძის ქუჩაზე.

+14

გააზიარე