ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვალეში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია

31 აგვისტო, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა ვაჟა ფშაველას ქუჩა №1-ში , სტალინის ქუჩა №1-ში, №3 -ში, №6-ში, და №8-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსების ფასადები და სადარბაზოები.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ვალეში საცხოვრებელი კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია ამდრომდე არ ჩატარებია. პროექტი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა და მომავალშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.

+5

 

გააზიარე