ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვალეში ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია გაიმართა

22 ივლისი, 2020

ვალეში, ჯანმრთელობის სახლის შენობაში, ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია გაიმართა.

უფასო აქცია თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯმა“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით განახორციელა.

აქციის მიზანი იყო, კატარაქტით დაავადებული პაციენტების გამოვლენა და შემდგომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მათი ქირურგიული მკურნალობა უახლესი ფაკოემულსიფიკაციის (უნაკერო) მეთოდით.

გააზიარე