ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტრენინგი „რთული ქცევის მართვის“ შესახებ

8 May, 2019

ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ორგანიზებითა და ასოციაცია მაკ ჯორჯიას მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს, სპეცმასწავლებლებსა და აღმზრდელებს ტრენინგ-სემინარი უტარდებათ, თემაზე; "რთული ქცევის მართვა".

ტრენინგის ფარგლებში ჩატარდება ტესტირება, რომლის გავლის შემდეგ, ტრენინგ-კურსის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები და „რთული ქცევის მართვის" შესახებ სპეციალური სახელმძღვანელოები გადაეცემათ.

ტრენინგის გახსნას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი დაესწრნენ.

გააზიარე