ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტრენინგი ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ

28 თებერვალი, 2020

24-28 თებერვალს, ქალაქ სტრასბურგში ახალგაზრდულ სექტორში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროპის საბჭოს მიერ ოგანიზებული ტრენინგი ტარდება.

კურსი განსაზღვრულია 15 სამთავრობო და 15 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელებისთვის „50/50“–ზე პრინციპით. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ტრენინგში მონაწილეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების თანამშრომელი მარიამ ზაზაძე.

ტრენინგის მიზანია მონაწილეობითი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, მონაწილეების კომპეტენციების გაუმჯობესება, პროცესებისა და პროექტების კოორდინაცია ევროპის საბჭოს სტანდარტების, პრინციპების და ღირებულებების გათვალისწინებით. 

გააზიარე