ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ტრენინგი ახალციხის მერიის საჯარო მოხელეებისათვის

22 მარტი, 2019

ახალციხის მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების კუთხით დანერგილი სიახლეების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ორგანიზებითა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭრით ჩატარდა.

ტრენინგის მიზანი საჯარო მოხელეებისათვის კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) პრაქტიკული დანიშნულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ამ კუთხით დანერგილი სიახლეების გაცნობა და მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება იყო.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 1 იანვრიდან იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომელთაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევთ, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღებისას, ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა სავალდებულო გახდა. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი კომუნიკაციის თანამედროვე ფორმის განუყოფელი ნაწილია და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობის გამო, მისი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია. მისი გამოყენება ამარტივებს ურთიერთობის პროცესს სხვადასხვა უწყებებთან და მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან.

გააზიარე