ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

თეთრი ბარათის კამპანია

6 აპრილი, 2020

6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღეს, თეთრი ბარათების ტრადიციულ კამპანიას ახალციხელი სპორტსმენები და სპორტის მოყვარულებიც შეუერთდნენ.

კამპანიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩართვა, გადაიღეთ ფოტო თეთრი ბარათით და გააზიარეთ სოციალურ ქსელში - ჰეშთეგით #WhiteCard #StopCov

მშვიდობის სიმბოლოს, თეთრ ბარათს წელს დამატებითი დატვირთვა აქვს. სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოსთან ერთად, სასურველია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში შექმნილი ფონდის ანგარიშის ნომერი მიუთითოთ და ასე მოუწოდოთ საზოგადოებას ქველმოქმედებისაკენ.


 თეთრი ბარათის კამპანია, წარმოადგენს გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.

გააზიარე