ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

თამარ მეფის ძეგლის რესტავრაცია მიმდინარეობს

6 May, 2019

 

ქალაქ ახალციხის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას - თამარ მეფის ძეგლს რესტავრაცია უტარდება.

სარესტავრაციო-აღდგენით სამუშაოებს, თავად ძეგლის ავტორი მალხაზ ცისკაძე უძღვება. ძეგლის რესტავრაცია ახალციხის მერიის ინიციატივით დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. 

თამარ მეფის ძეგლი ქალაქის ქალაქ ახალციხის ცენტრში 1999 წელს დაიდგა, იგი ოფიციალურად მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ გახსნა.

 

გააზიარე