ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სუპერმარკეტებში აქცია „გახდი ქველმოქმედი“ მიმდინარეობს

1 აპრილი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ქალაქ ახალციხეში არსებული სუპერმარკეტის ერთობლივი ინიციატივით, შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქცია „გახდი ქველმოქმედი“ მიმდინარეობს.

სუპერმარკეტებში მოწყობილია სპეციალური კუთხეები, სადაც მსურველებს შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ოჯახების დასახმარებლად.

სავაჭრო ობიექტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. გურამ მელიქიძემ მოქალაქეებსა და სუპერმარკეტების ხელძღვანელებს გამოჩენილი აქტიურობისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის მადლობა გადაუხადა.

კუთხეები განთავსებულია შემდეგ სუპერმარკეტებში:
 შპს თოკ-მარი-კოსტავას № 163/49
შპს პოპულარი-რუსთაველის № 66
 მაგნიტი-რუსთაველის №71
 ი/მ ზურაბ დურგლიშვილი (ზურების მაღაზია)-რუსთაველის № 93
შპს ჯიბე-თამარაშვილის მიმდებარე ტერიტორია
 შპს სამი-თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, „ალფა მარკეტში“
 წისქვილი-თამარაშვილის №12
 შპს ნინო-თამარაშვილის №41
 ბორჯომი1-თამარაშვილის №6
 ბორჯომი2-თამარაშვილის №6
შპს მაგნიტი-თამარაშვილის მოედანი
 ი/მ გულნაზი აფრიამაშვილი-კოსტავას №1

გააზიარე