ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სტუმრობა №7 საჯარო სკოლაში

27 მარტი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ახალციხის №7 საჯარო სკოლას ეწვია. 

სტუმრები სკოლაში არსებულ პირობებს, სასწავლო პროცესისა და პროგრამების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. სკოლის პედაგოგებთან შეხვედრაზე კი სამომავლოდ აქტიურ მხარდაჭერასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აქციას ორგანიზება ახალციხის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. ღონისძიების ფარგლებში პატარებს საჩუქრად სახატავი საშუალებები გადასცეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

გააზიარე