ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები 

 

 

 

1. ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოება, საკადრო საკითხთა, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა, გენდერულ თანასწორობასთან და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა. მერის მინდობილობის საფუძველზე მერიის ინტერესების სამართლებრივი დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სახელმწიფო ორგანოებთან თუ მესამე (ფიზიკურ და იურიდიულ) პირებთან ურთიერთობისას, კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ განცხადებების საჩივრებისა და მომართვების განხილვა, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების იურიდიული კონსულტირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება; მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათ ვიზირება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტური გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, მერიის მიერ მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

3. ეკონომიკური სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ პროექტების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი, ბიზნესის სტიმულირების ხელშეწყობა.

4. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: შესაბამისი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა; კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.

5. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება; გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაციის მართვა, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და მშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება.

6. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება და მათ უზრუნველყოფა ტურიზმის განვითარებასა და ძეგლთა დაცვასთან დაკავშრებით.

7. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციული ერთეულების და მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

8. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე, შესრულებული სამუშაოების განხორციელებაზე ტექნიკურ ზედამხედველობას, ფარული და შუალედური სამუშაოების შემოწმება, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დადგენის თაობაზე არსებული ნორმატივების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, საგზაო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულების და მათი არსებულ კანონმდებლობასთან (ნორმატივებთან) შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი.

9. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

 

გააზიარე