ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფლის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო!

24 იანვარი, 2019

✔ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად, სოფლებში საერთო კრებებისა და კონსულტაციების ჩატარება დაიწყო.

✔დღეს, საერთო კრებები თისელში და ტყემლანაში, ხოლო კონსულტაცია სოფელ აწყურში გაიმართა.

✔შეხვედრებზე მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეირჩა:

▫სოფელი თისელი - გარე განათების მოწყობა;

▫სოფელი ტყემლანა -საზოგადოებრივი საპირფარეშოს აშენება, სასაფლაოს ღობის რეაბილიტაცია და სასაფლაოზე სამეურნეო დანიშნულების შენობის აშენება;

▫სოფელი აწყური- სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა;

✔სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

✔ დასაფინანსებელი პროექტების კატეგორია განსაზღვრულია:

▫სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები) წყაროების მოპირკეთება
▫სარწყავი სისტემები
▫სანიაღვრე არხები
▫ნაპირსამაგრი სამუშაოები
▫გზები
▫ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები
▫გარე განათება

▫სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
▫სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი
▫ამბულატორიის შენობები
▫კულტურის ობიექტები
▫სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი
▫სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით
▫წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი
▫სასაფლაოს შემოღობვა
▫თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები
▫მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა

✔პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.

✔მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

 

გააზიარე