ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

21 თებერვალი, 2020

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლებში ხაკში, დიდ პამაჯში, პატარა პამაჯში, ორალში, ყულალისში, საძელში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება.

 

გააზიარე