ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა"

27 თებერვალი, 2019

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად საერთო კრებები კიდევ ექვს სოფელში ჩატარდა და ამით მუნიციპალიტეტში კრებებისა და კონსულტაციების ჩატარება დასრულდა.

დიდი პამაჯის, პატარა პამაჯის, ორალის, ყულალისის, საძელისა და ხაკის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:

▫სოფელი დიდი პამაჯი - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

▫სოფელი პატარა პამაჯი - არსებული სკვერის რეაბილიტაცია და თავშეყრის ადგილის მოწყობა;

▫სოფელი ორალი - სანიაღვრე არხის მოწყობა;

▫სოფელი ყულალისი - შიდა გზების რეაბილიტაცია;

▫სოფელი საძელი -შიდა გზების რეაბილიტაცია;

▫სოფელი ხაკი - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე