ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ხეოთის გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

13 ივნისი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება.

ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ხეოთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები,  პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება  გზის 2300 მეტრიან მონაკვეთზე. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღსანიშნავია, სოფელი ხეოთი  მაღალმთიანი  სტატუსის მქონე დასახლებაა, სადაც  განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა  და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.  სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. სოფლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება, ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში  6 მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

გააზიარე