ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სოფელ მუსხში ახალი სპორტული მოედანი ეწყობა

20 ნოემბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

ამ დროისთვის, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ მუსხში, სადაც ახალი სპორტული მოედნი ეწყობა.

აგრეთვე, სპორტული მოედნები კეთდება:

ქალაქ ახალციხეში, ზარზმელისა და ხანძთელის ქუჩებზე
სოფელ აწყურში
სოფელ გურკელში
სოფელ ანში
სოფელ ჭვინთაში
სოფელ ურავლში
სოფელ კლდში

ჯამში, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 564 091 ლარია გათვალისწინებული.

გააზიარე