ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ კლდეში სასმელი წყლის შიდა ქსელი ეწყობა

7 სექტემბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

პროექტი სოფელ კლდის ე.წ. ფერმების უბნის, სამხრეთ დასავლეთის მხარის უბნებისა და ზედა უბნის სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სოფლის ახალი, მთავარი გამანაწილებლის მოწყობას ითვალისწინებს.

მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტი მთის ფონდიდან 289 983 ლარით ფინანსდება.

გააზიარე