სოფელ ივლიტაში ბეტონის საფარი იგება
აქტიურად მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
სოფელ ივლიტაში, შიდა საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი იგება.
სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ სოფლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებებზე და საკონსულტაციო შეხვედრებზე ხმათა უმრავლესობით შეირჩა.