ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია

12 აგვისტო, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ხორციელდება, რემონტდება საკლასო ოთახები და ეწყობა სარინელი.

მთავრობის განკარგულებით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით 760 000 ლარი გამოეყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 14 საჯარო სკოლაში 18 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება.

გააზიარე