სოფელ წყალთბილაში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა
სოფელ წყალთბილაში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, მანანა მოდებაძე ადგილობრივებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინების, გენდერული, ქონებრივი და უფლებრივი უთანასწორობის და საზოგადოებაზე მათი მავნე გავლენის შესახებ ესაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დამსწრეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ეტაპობრივად გაიმართება და მისი მიზანი აღნიშნულ თემატიკაზე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაა.