ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ანში სპორტული მოედანი ეწყობა

9 ოქტომბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ ანში ახალი სპორტული მოედანი ეწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

სამუშაოების მიმდიანარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე ადგილზე გაეცნო.

ასევე, სპორტული მოედნების ეწყობა მუნიციპალიტეტის სოფლებში: კლდეში, ჭვინთაში, მუსხში და ქალაქ ახალციხეში ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელის ქუჩების მიმდებარედ. სოფელ გურკელის, აწყურისა და ურავლის სპორტული მოედნების მოწყობაზე კი მიმდინარებს შესყიდვის პროცედურები.

გააზიარე