სოფელ ანდაში, შიდა საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი იგება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, სოფელ ანდაში, შიდა საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი იგება.
სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. ამავე პროგრამით დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფლებში განსახორციელებელი სამუშაოები, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებებზე და საკონსულტაციო შეხვედრებზე ხმათა უმრავლესობით შეირჩა.