ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სკრინინგის განცხადება

2 აგვისტო, 2022

 

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წარმოდგენილია ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზიკილიაში საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი, შავი ზღვის 500/400 კვ-იანი რეგიონული ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების  სკრინინგის განცხადება. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/449).

დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

გააზიარე