ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სკრინინგის განცხადება

22 სექტემბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წყალმომარაგების სათავე ნაგებობის და მიმდებარე ტერიტორიის ეროზიისგან დაცვის მიზნით მდინარე ფოცხოვის სანაპიროს გასწვრივ, ნაპირდაცვითი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროექტი.

 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:  ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება;

 

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;

 

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ახალციხის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ვალე

 

დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 29 სექტემბრამდე. მისამართზე:

ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე : eia@mepa.gov.ge

 

გააზიარე