ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

26 აგვისტო, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. 

აქტიურად მიმდინარეობს სოფელ წნისის საჯარო სკოლაში სანიტარული კვანძის მოწყობის სამუშაოები.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში მოწესრიგდება სასკოლო ინფრასტრუქტურა. ესენია: ურავლის, აწყურის, აგარა-ზიკილიის, საყუნეთის, წნისის, წყრუთის, ანის, მინაძის, ანდრიაწმინდის, სვირის, ქალაქ ვალის მე-2 და ქალაქ ახალციხის მე-2, მე-5 და მე-6 საჯარო სკოლებში.


 

გააზიარე