ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები ივლიტაში, ზემო სხვილისსა და სხვილისში

10 თებერვალი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები აქტიურად გრძელდება.

მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები ამჯერად სოფლებში ივლიტაში, ზემო სხვილისსა და სხვილისში გაიმართა.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დასახლებებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და წარმოდგენილი წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პრიორიტეტები.

შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით ტაბატაძე და ჰამბარცუმ ბაბოიანი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ტალახაძე, მერის თანაშემწე შალვა ხატიძე, საკრებულოს, ადმინისტრაციული ერთეულისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები 1 თებერვალს დაიწყო და 17 თებერვალს დასრულდება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2023

#ახალციხე

+17

 

გააზიარე