ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა „World Vision - საქართველოს“ წარმომადგენლებთან

10 ოქტომბერი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორთან დავით ტაბატაძესთან ერთად, World Vision - საქართველოს დირექტორს ეკა ჟვანიას და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს ნინო ლომიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ახალციხის მერიისა და „World Vision საქართველოს“ წარმატებული თანამშრომლობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.


„World Vision - საქართველო“, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს ახალციხის მუნიციპალიტეტთან და საინტერესო პროექტებს ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერს, ასევე მიეწოდა ინფორმაცია „World Vision“- ის შვილობილი ადგილობრივი ორგანზიაციის დაფუძნების შესახებ. ახალი ორგანიზაცია - სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი, World Vision-ის დაფინანსებით განახორციელებს პროგრამებს სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მისი საქმიანობის სფეროებია: სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობა.

გააზიარე