ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებთან

24 May, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს უსინათლოთა კავშირის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ამბარცუმ ბაბოიანმა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა, საქართველოს უსინათლოთა კავშირის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის გამგეობის თავმჯდომარეს ლალი სამსონიძეს და მის მოადგილეს ხათუნა ახობაძეს ახალციხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერის მიზნით მოქმედი პროგრამები გააცნეს, ასევე განიხილეს ამ მიმართულებით არსებული საჭიროებები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრას, ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის, სოციალური პროგრამების განყოფილებებისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები.

შეხვედრის ფარგლებში, უსინათლოთა კავშირის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის გამგეობას ახალციხის მერიისგან ბენეფიციარებისათვის საჩუქრად ელექტრონული ხმოვანი მაჯის საათები გადაეცა.

აღინიშნული ინიციატივა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომაზე იქნა განხილული და უსინათლოთა საჭიროებიდან გამომდინარე, გენდერული თანასწორობის განყოფილებამ გამგეობაში აღრიცხული 75 ბენეფიციარისათვის ელექტრონული ხმოვანი მაჯის საათები შეიძინა.

+6

გააზიარე